ზუგდიდი-მესტიის გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

ავტოტრანსპორტის მოძრაობა ქვისცვენის გამო აიკრძალა.
Sputnik
თბილისი, 3 მაისი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კილომეტრ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის მიზეზი ქვისცვენაა.
აკრძალვა ყველა სახის ავტოტრანსპორტს ეხება.
ავტომობილების მოძრაობა საშიშროების აღმოფხვრის შემდეგ აღდგება.