საქართველოში მიწისძვრა მოხდა

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Sputnik
თბილისი, 2 მაისი - Sputnik. ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ საღამოში 3,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:43 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 9 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.