საქართველოში ვენახის გაშენებაზე კონტროლი გამკაცრდა - ვიდეო

საქართველოში ახალი ვენახის გაშენებაზე ამიერიდან სპეციალური ნებართვაა საჭირო. ხელისუფლებამ „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომელიც 1-ელ მაისს შევიდა ძალაში.
Sputnik
პირები, რომლებმაც სამეწარმეო მიზნით ვენახები 2026 წლის 1-ელ მაისამდე გააშენეს, ვალდებული იყვნენ შესაბამის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია გაევლოთ, რათა მონაცემები დროულად ასახულიყო ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში.
ახალი რეგულაცია ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. თუ ფერმერი ვერ მიიღებს ღვინის ეროვნული სააგენტოსგან შესაბამის ნებართვას და ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.
აღნიშნული წესი არ ეხება მათ, ვინც ვენახს პირადი მოხმარებისთვის აშენებს.