თბილისი, 2 მაისი - Sputnik. იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "პირველი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართველებთან ერთად კიდევ ორი პირია დაკავებული.
გამოძიების თანახმად, ადგილობრივმა პოლიციამ ამოიღო ორი დიდი ჩანთა, რომელშიც ნაძარცვი ნივთები, მათ შორის ანტიკვარიატები იყო.
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.