მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

დასავლეთი აგრძელებს ზიანის მიყენებას რუსეთისთვის კიევის ხელით - რუსეთის საგარეო უწყება

ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ თმობს თავის უკიდურესად მტრულ ანტირუსულ კურსს, აგრძელებს პროვოკაციული რიტორიკის გამოყენებას, განაცხადა დიპლომატმა
Sputnik
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ თმობს თავის მტრულ ანტირუსულ კურსს და აგრძელებს კიევის რეჟიმის მეშვეობით რუსეთისთვის ზიანის მიყენებისთვის გზების ძიებას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) ფარგლებში მიმოხილვის კონფერენციაზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ბელოუსოვმა.
„უკრაინის კრიზისის ესკალაცია გრძელდება. თუმცა, ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ თმობს თავის უკიდურესად მტრულ ანტირუსულ კურსს, აგრძელებს პროვოკაციული რიტორიკის გამოყენებას, კიევის რეჟიმის მეშვეობით რუსეთისთვის ზიანის მიყენებისთვის გზების ძიებას და სახიფათო ავანტიურების დაგეგმვას“, - განაცხადა ბელოუსოვმა.