თუმცა, პროფკავშირები ამ დღეს, ჩვეულებრივ, მშვიდობიან აქციებსა და მსვლელობებს ატარებენ, რათა ხელისუფლებას შეახსენონ მშრომელთა პრობლემები და მათი უფლებების დაცვის მნიშვნელობა. ისინი, ტრადიციულად, სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხს აყენებენ.
1-ელ მაისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხალხი გამოდის ქუჩებში მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ბევრ ქვეყანაში ეს დღე არის ოფიციალური დღესასწაული და, შესაბამისად, უქმე დღე. თუმცა, საქართველოში ამ თარიღმა სახელმწიფო დღესასწაულის სტატუსი 1990-იანი წლებიდან - საქართველოს დამოულიდებლობის მოპოვების შემდეგ დაკარგა.