თერჯოლაში ყველის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს

უწყება მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში ფიზიკური პირი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.