ყველაზე პოპულარული ცეკვებია „ქართული" - რომანტიკული, წყვილთა ცეკვა,„აჭარული" - აჭარული წარმოშობის ჯგუფური, მხიარული, სატრფიალო ცეკვა, „მთიულური" - ენერგიული ცეკვა, რომელიც წარმოაჩენს მთიელთა ძალას, სიმარდესა და შეუპოვრობას, „კინტოური" - თბილისელი „კინტოების“ ცხოვრების ამსახველი, მხიარული და თავისუფალი ცეკვა, და „ხორუმი" - აჭარული წარმოშობის საბრძოლო ცეკვა მამაკაცებისთვის.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს „ქართულს", „ხორუმს", „განდაგანას" და „ფერხულს".