მცხეთის მუნიციპალიტეტში გარემოს ნარჩენებით დაბინძურების ფაქტები გამოვლინდა

გასულ წელს გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან ყველაზე მეტი - 931 მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების ფაქტია.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი - Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანში, წილკანში, ძალისსა და ნავდარაანთკარში. მოქალაქეებმა გარემო სამშენებლო (10 კუბურ მეტრამდე), ინერტული (10 კუბურ მეტრზე მეტი) და მუნიციპალური ნარჩენებით (2 კგ-ზე მეტი) დააბინძურეს.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 912 ფაქტი, მხოლოდ მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 114 ფაქტი.
2025 წელს კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 2,7 ათასი ფაქტი გამოვლინდა.
უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ნარჩენების მართვის ეფექტიანი კონტროლი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ,