ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა მარტში გაიზარდა

მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
Sputnik
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 2026 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, 1,68 მლრდ ლარით, ანუ 2,37%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი აპრილისთვის 72,74 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 775,38 მლნ ლარით, ანუ 1,89%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა - 907,04 მლნ ლარით, ანუ 3,02%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მარტის მდგომარეობით რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 11,04 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2,53%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 21,041 მლრდ ლარი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 3,6%-ით მეტია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,98%-ით, ანუ 624,92 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით, 37,79 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა 57,51% შეადგინა, რაც 0,27 პროცენტული პუნქტით მეტია 2026 წლის 1-ელი მარტის მაჩვენებელზე.
მარტის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.