მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსკოვში 9 მაისს აღლუმი ჩატარდება

გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, ტრადიციულად, წითელ მოედანზე იმართება
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 9 მაისს ჩატარდება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა ჟურნალისტების იმ კითხვას უპასუხა, რომელიც მოსკოვში, წითელ მოედანზე ტრადიციული აღლუმის გამართვას ეხებოდა.
„აღლუმი ჩატარდება. მისი ჩატარების ფორმატის შესახებ ინფორმაციას დროულად მოგაწვდით“, — განაცხადა პესკოვმა.
9 მაისს, რუსეთის დედაქალაქში ტრადიციულად იმართება სამხედრო აღლუმი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ეძღვნება.
როგორც ადრე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა, 9 მაისს მოსკოვში ჩამოსვლის სურვილი არაერთმა უცხოელმა სახელმწიფო მოღვაწემ გამოთქვა. აქედან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამ დღეს საერთაშორისო კონტაქტები აქვს დაგეგმილი.
მიწვეულ სტუმრებს შორისაა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო - 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსის ლიდერი აღლუმში მონაწილეობის მიღებას აპირებს.