თბილისი-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,8 მლნ ლარით დაფინანსდა.
Sputnik
თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრზე, მდინარე ანთოკისხევზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1,8 მლნ ლარით დაფინანსდა.
უწყების ცნობით, აშენდა თანამედროვე, ერთმალიანი ჭრილკოჭოვანი სისტემის ხიდი, რომელიც გათვლილია მზარდ სატრანსპორტო ნაკადებზე.
ახალმა, 29,2 მეტრის სიგრძის ხიდმა გასული საუკუნის 60-იან წლებში აგებული ამორტიზებული სახიდე გადასასვლელი ჩაანაცვლა, რომელიც ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე სტანდარტებს.
უწყების ცნობით, ხიდის სიგანე 14,6 მეტრია, რაც უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელ მოძრაობას კახეთის მიმართულებით.