თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა მარნეულის შესასვლელში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი, რომელსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.