ამჯერად სპიკერის ამპლუაში წარდგა „Sputnik-ყირგიზეთის" სოციალური მედიის მთავარი რედაქტორი ასელ მინბაევა. მან მედიასფეროში საკვანძო ცვლილებებსა და ციფრულ პლატფორმებზე აუდიტორიის ყურადღების მოსაპოვებლად არსებულ მაღალ კონკურენციაზე ისაუბრა.
მასტერკლასის მთავარი თემა იყო ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სოციალურ ქსელებში საინფორმაციო კონტენტი იყოს გამორჩეული, მიმზიდველი და მილიონობით ნახვა დააგროვოს.
მასტერკლასში მონაწილეობა ქართული მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. აღნიშნული მოდული SputnikPro-ს პროგრამის ფარგლებში თბილისში ჩატარებული უკვე მე-17 მოდული იყო.