თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა 4 მედლით დაასრულა – საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.
ევროპის პრიზიორები გახდნენ ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ), მირიან მაისურაძე (92 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ).
საქართველოს ნაკრები სამშობლოში 28 აპრილს დაბრუნდება.
მანამდე კი, 23 აპრილს ტირანაში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა ხუთი მედლით დაასრულა – იური ლომაძე (72 კგ), ვახტანგ ლოლუა (55 კგ) და რამაზ ზოიძე (77 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ) და გელა ბოლქვაძე (82 კგ) – ბრინჯაოს მედლებს.
აღნიშნული შედეგით, საქართველომ გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.