თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. დაბა ლენტეხიდან აღმოსავლეთით 11 კილომეტრში სოფელ თეკლათთან 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ნათქვამია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგს ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეპიცენტრი 4 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.