საქართველომ უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტიდან 16 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოდან უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტი 25%-ით, ხოლო მოცულობა 18%-ით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 16 მლნ დოლარის ღირებულების 14,9 მლნ ლიტრი უალკოჰოლო გაზიანი სასმელი გაიტანა, ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 25%-ით, ხოლო მოცულობა 18%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო უალკოჰოლო გაზიანი სასმელების ექსპორტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვან შემოსავალს იღებს, ამასთან, მზარდია საშუალო საექსპორტო ფასიც - მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით, საექსპორტო ფასი 6%-ით გაიზარდა.
ქართული გაზიანი სასმელების ძირითად საექსპორტო ბაზრებს შორისაა მეზობელი ქვეყნები, ასევე ყაზახეთი, უზბეკეთი, ევროკავშირი, ისრაელი და აშშ და სხვა ქვეყნები.