მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: საჰაერო თავდაცვამ უკრაინის 200-ზე მეტი დრონი გაანადგურა

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგემ რუსეთის ფედერაციის 17 რეგიონზე მიიტანა იერიში
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. გასული ღამის განმავლობაში ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა რუსეთის რეგიონებისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 203 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.
„გასული ღამის განმავლობაში, მოსკოვის დროით 25 აპრილის 20:00 საათიდან 26 აპრილის 07:00 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა უკრაინული მხარის თვითმფრინავის ტიპის 203 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრის ოპერატიული მონაცემების თანახმად, მოწინააღმდეგემ რუსეთის ფედერაციის 17 რეგიონზე მიიტანა იერიში - უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს ბელგოროდის, ბრიანსკის, ვოლოგდის, ვლადიმირის, ვორონეჟის, კალუგისა და ლიპეცკის ოლქების თავზე.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები ასევე განადგურებულია ნოვგოროდის, როსტოვის, რიაზანის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერის, იაროსლავისა და მოსკოვის რეგიონების ტერიტორიებზე. გარდა ამისა, უპილოტო საფრენი აპარატების ლიკვიდაცია მოხდა ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე.
ყველაზე მასშტაბური იერიში სევასტოპოლზე განხორციელდა. რეგიონის გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის მიერ პლატფორმა МАХ-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ღამის განმავლობაში 71 უკრაინული დრონი იქნა ლიკვიდირებული. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი ადამიანი. დაზიანდა 34 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და 17 კერძო სახლი.
„დღეს ღამით მტერმა ერთ-ერთი ყველაზე მასირებული იერიში განახორციელა. (...) დაღუპულია ერთი და დაიჭრა ოთხი ადამიანი“, — დაწერა რაზვოჟაევმა.