პროკურატურა: არ დავუშვებთ გახმაურებული საქმეების პროკურორებზე თავდასხმებს

უწყება პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს „მორიგ დეზინფორმაციას” უწოდებს.
Sputnik
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. არ დავუშვებთ გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და შესაბამისი რეაგირება გვექნება, ნათქვამის საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ასე გამოეხმაურა უწყება ტელეკომპანია „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტს პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ, რომელსაც „მორიგი დეზინფორმაცია” უწოდა.
პროკურატურა აღნიშნავს, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან.
„სიუჟეტში გამოყენებული რესპოდენტები, მაგალითად: გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება და იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით, კვალიფიციურად განახორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განილვა, მედიასაშუალება მიზანმიმართულად თავს ესხის საქმის პროკურორს და სრულიად დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას.
როგორც პროკურატურაში განაცხადეს, მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.