თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. 2025 წელს საქართველოს მოქალაქე გახდა 2.333 უცხოელი, საიდანაც 1754 საქართველოში დაიბადა, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს იმ პირთა რაოდენობა, ვინც საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, 2024 წელთან შედარებით 35%-ით შემცირდა.
2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1393 რუსეთის მოქალაქემ მიიღო. შემდეგ მოდიან გერმანიის (296), უკრაინის (114), სომხეთის (104) და ამერიკის შეერთებული შტატების (81) მოქალაქეები.
ასევე, საქართველოს მოქალაქე გახდა ისრაელის 71 მოქალაქე, თურქეთის 62 მოქალაქე, გერმანიის 43 მოქალაქე და ბრიტანეთის 23 მოქალაქე.
იმ უცხოელ პირთა საერთო რაოდენობიდან, ვინც საქართველოს პასპორტი მიიღო, მხოლოდ 576 იყო დაბადებული საქართველოს ფარგლებს გარეთ. 2024 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი ერთი მესამედით შემცირდა.
საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა უმრავლესობა (1.519) 40 წელზე უფროსი ასაკის პირები იყვნენ, აქედან 80 წელზე უფროსი ასაკის 18-მა პირმა მიიღო საქართველოს პასპორტი. საქართველოს მოქალაქეობა ასევე მიენიჭა 189 არასრულწლოვანს.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო ან აღდგენის წესით.
საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მაძიებლებმა უნდა ჩააბარონ ქართული ენის გამოცდა, ისტორიის გამოცდა და სამართლის საფუძვლების გამოცდა.
გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პრეზიდენტი იღებს.