გუდაური -კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

აკრძალვა 23 აპრილს მაღალი ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. გუდაური(ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აკრძალვა 23 აპრილს მაღალი ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა - ლარსის საავტომობილო გზის 93-107-ე კმ (გუდაური(ფოსტა) - კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.