თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. 2025 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 114.374 ადამიანი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 5,8%-ით ნაკლებია, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
ამასთან ერთად, იმიგრანტების რიცხოვნობა 2024 წელთან შედარებით 3,2%-ით შემცირდა და 131.501 ადამიანი შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, იმიგრანტების 47,2%-ს, ხოლო ემიგრანტების 51,4%-ს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ. 2025 წელს ქვეყანა დატოვა 62.073 საქართველოს მოქალაქემ, ხოლო დაბრუნდა - 58.799.
ჩამოსულ იმიგრანტთა უმრავლესობა მამაკაცია. 2025 წელს ქვეყანაში ჩამოვიდა 77,8 ათასი მამაკაცი და 53,8 ათასი ქალი. ამავე პერიოდში საქართველო დატოვა 68,2 ათასმა მამაკაცმა და 46,2 ათასმა ქალმა.
ჩამოსულთა და წასულთა უმრავლესობის ასაკი 15-დან 64 წლამდე მერყეობს.