თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა

2026 წლის მარტში ბაზრის მოცულობამ 352 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისში ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა - მარტში გაიყიდა 4 ათასზე მეტი ბინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132%-ით მეტია, ნათქვამია კომპანია TBC Capital-ის უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში.
მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის მარტში ბაზრის მოცულობამ 352 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2025 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით.
ამ პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.341 დოლარი იყო, რაც გასული წლის მარტთან შედარებით 4%-ით მეტია.
მარტში სულ 564 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 3%-ით ნაკლებია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ ბინებთან დაკავშირებით 3 467 ტრანზაქცია (+40%) განხორციელდა.
ყველაზე მეტი 50-75 კვ მეტრის ფართობის ბინები გაიყიდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომსა (859 ბინა) და საბურთალოზე (830 ბინა) გაიყიდა.
ანალიტიკოსების თქმით, საცხოვრებელი ფართების გასაქირავებელი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 5%-ით შემცირდა და 10,1 დოლარს გაუტოლდა.
კვლევის თანახმად, იანვარ-მარტში 10.723 ბინა გაიყიდა, რაც 19%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
2026 წლის პირველ კვარტალში ბაზრის მოცულობამ 941 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით მეტია 2025 წლის იანვარ-მარტთან შედარებით.
ამ პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1.343 აშშ დოლარი იყო (+6%).