ალექსანდრ ცვეტკოვი: ეპოქა საქართველოს რუსული თეატრის ისტორიაში – ვიდეო

საქართველოს დედაქალაქში გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სადადგმო ნაწილის უფროსის, ალექსანდრ ცვეტკოვის ხსოვნის საღამო გაიმართა.
Sputnik
ღონისძიება მის დაბადების დღეს დაემთხვა - ალექსანდრ ცვეტკოვმა თავისი ცხოვრების 20 წელზე მეტი თეატრს მიუძღვნა. სცენის გამორჩეულმა ტექნოლოგმა და ნიჭიერმა ინჟინერ-მექანიკოსმა, დეკორაციები ათობით სპექტაკლისთვის შექმნა.
საღამოზე შეიკრიბნენ მეგობრები და კოლეგები, რომლებმაც ცვეტკოვი თბილი მოგონებებით გაიხსენეს. ქართველმა ბარდებმა და თეატრის მსახიობებმა შეასრულეს სიმღერები, წაიკითხეს ლექსები, რომელთა ავტორიც თავად ალექსანდრ ცვეტკოვი იყო.
საღამოზე წიგნის „Ах, как не хочется прощаться!" პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც შევიდა მოგონებები, ლექსები, ინტერვიუ ცვეტკოვთან და ფოტოები. წიგნისაერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმა Русский клуб-მა გამოსცა.