როგორი ამინდია მოსალოდნელი 25-27 აპრილს საქართველოში

შემდეგი ორი დღის განმავლობაში საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 27 რიცხვიდან კი სინოპტიკოსები ისევ ქარსა და წვიმას პროგნოზირებენ.
Sputnik
თბილისი, 24 აპრილი - Sputnik. საქართველოს ცალკეულ რაიონში 25-26 აპრილს შენარჩუნებული იქნება მცირე ნალექი, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
თბილისში: 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 19-პლუს 21 გრადუსია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 16-18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 9-11 გრადუსია ნავარაუდევი.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 17 -19 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-20 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 14 -16 გრადუსია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 7-9 გრადუსი დაფიქსირდება.