უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანა სცადა

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
Sputnik
თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი" არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომლის საერთო წონამ 98 გრამი შეადგინა, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 27.710 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.