საქართველოში ახალი ვენახების გაშენება კონტროლზე აიყვანეს

საქართველოს ხელისუფლებამ „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმად მევენახეებს სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ
Sputnik
ყველა იმ პირმა, რომელმაც 2026 წლის 1-ელ მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1-ელ მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.
1 / 9

საქართველოში 2026 წლიდან სახელმწიფო სუბსიდირების წესები იცვლება და ვენახებისა და წარმოებული ღვინოების მიმართ ახალი მოთხოვნები დაწესდება.

2 / 9

მევენახეებმა ყურადღება არა წარმოებული ყურძნის რაოდენობაზე, არამედ მის ხარისხზე უნდა გაამახვილონ, განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

3 / 9

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, 1-ელი მაისის შემდეგ, ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა დასჭირდება.

4 / 9

წინააღმდეგ შემთხვევაში, პირი, რომელიც ვენახს თვითნებურად გააშენებს, ვერ შეძლებს მიღებული ყურძნის ან წარმოებული ღვინის კომერციულ რეალიზაციას.

5 / 9

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა.

6 / 9

სიახლე მხოლოდ ახალ კომერციულ პროექტებს შეეხება და არსებული ვენახების მფლობელებზე გავლენას არ მოახდენს.

7 / 9

კანონი ასევე არ ვრცელდება მათზე, ვისაც ყურძენი მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის მოჰყავს.

8 / 9

ცვლილებების მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა.

9 / 9

სააგენტოს ცნობით, ვენახის ყველა პარამეტრი უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიანი მოსავლის მიღებასა და მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებას.