თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ბათუმში არალეგალური საკონსერვო საწარმო გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ობიექტზე, სადაც საწებლებსა და აჯიკას ამზადებდნენ, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა, მათ შორის, დარღვეული იყო ჰიგიენური ნორმები.
უწყების ცნობით, აღნიშნული დარღვევების გამო შპს "ნთკ 2016" დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
დაილუქა ასევე 41 ბიდონი პომიდვრის სოუსი და 560 ქილა აჯიკა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.