თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. 2026 წლის 22 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და მისასალმებელი სიტყვით დამსწრე -აზოგადოებას მიმართავს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ეუთოს მთავარი გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა.
უწყების ცნობით, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორციელდება. საქართველო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის 4 სექტემბრამდე იქნება, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.
საქართველო 2026 წლის აპრილში ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა - ქვეყანამ FSC-ის თავმჯდომარეობა საფრანგეთისგან გადაიბარა.
უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი წარმოადგენს ეუთო-ს მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანია ეუთო-ს ფარგლებში უსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა.