თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი წვიმის სახით, იუწყება გარემოს ეროვნულ სააგენტო.
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები 23-24 აპრილსაც შენარჩუნდება - შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სინოპტიკოსები გამოდარებას 25 აპრილიდან ელოდებიან.