მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლავროვი: CSTO-ში, ნატო-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით, „ჯოხის დისციპლინა“ არ არსებობს

Sputnik
თბილისი, 20 აპრილი - Sputnik. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზეა დაფუძნებული და მასში, ნატო-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით, არანაირი „ჯოხის დისციპლინა“ არ არსებობს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომაზე.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში არ არის ისეთი „ჯოხის დისციპლინა“, როგორსაც ნატო-ში ვხედავთ... ახლა ამგვარმა დისციპლინამ ევროკავშირშიც გადაინაცვლა, სადაც ბრიუსელის არჩეული ბიუროკრატია ევროპის ქვეყნების ხალხის მიერ არჩეული მთავრობებისგან ისეთ ქმედებებს მოითხოვს, რომლებიც ევროკავშირის მუშაობის შეთანხმებულ ნორმებში არ ჯდება“, — თქვა ლავროვმა.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორგანიზაციაში ყველა გადაწყვეტილება კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. მისივე თქმით, CSTO-ს მუშაობა მიმართულია ინტერესთა ბალანსის გამომუშავებაზე, რაც ურთიერთპატივისცემის, კეთილმეზობლობის, ნამდვილი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების პრინციპებს ეყრდნობა.
ორშაბათს, ვიაჩესლავ ვოლოდინის თავმჯდომარეობით, CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს სხდომა იმართება. დღის წესრიგშია წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში არსებულ გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლა და საპარლამენტო ასამბლეის დაარსების 20 წლისთავთან დაკავშირებული განცხადების პროექტი.