გზის ეს მონაკვეთი ანანურის ახალი ხიდის მშენებლობისა და ჟინვალის წყალსაცავის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ დავიწყებას მიეცა. ახლა ძველი ხიდი, როგორც წესი, დატბორილია. ზოგჯერ, როდესაც ჟინვალის წყალსაცავში წყლის დონე იკლებს, ხიდი და ძველი გზის ნაწილი მოჩანს.