მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი: რუსეთის სახელმწიფო ვალი G20-ის ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალია

გასულ წელს სახელმწიფო ვალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იაპონიაში დაფიქსირდა
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. გასული წლის ბოლოს რუსეთის მთლიანი სახელმწიფო ვალი „დიდი ოცეულის“ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალი იყო, იუწყება РИА Новости საერთაშორისო სავალუტო ფონდზე დაყრდნობით.
კერძოდ, 2025 წლის მონაცემებით, რუსეთის ფედერალური მთავრობისა და რეგიონული ხელისუფლებების ჯამურმა დავალიანებამ ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ 18% შეადგინა. აქედან 16,5% ფედერალურ მთავრობაზე მოდის, ხოლო დადანარჩენი 1,5% — რეგიონებზე.
სახელმწიფო ვალის სიმცირით რეიტინგში მეორე ადგილს თურქეთი იკავებს მშპ-ის 23,5%-ით, ხოლო მესამე პოზიციაზე საუდის არაბეთია - 31,7%-ით. გასულ წელს ინდონეზიის ხელისუფლების დავალიანებამ ქვეყნის ეკონომიკის 41% შეადგინა, ხოლო ავსტრალიის — 51%.
G20-ის წევრებს შორის სხვა მსხვილი ეკონომიკა, რომლის სახელმწიფო ვალი უსაფრთხოდ მიჩნეულ 60%-იან ნიშნულზე დაბალია, აღარ ფიქსირდება. აღნიშნულ ზღვარს მცირედით გადააჭარბეს მექსიკამ (61,8%) და გერმანიამ (62,9%). გასულ წელს მშპ-სთან მიმართებით 100%-ზე ნაკლები სახელმწიფო ვალი ჰქონდათ ასევე სამხრეთ აფრიკას, არგენტინას, ევროკავშირს, ინდოეთს, ჩინეთსა და ბრაზილიას.
გასულ წელს სახელმწიფო ვალის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იაპონიაში დაფიქსირდა, რაც ქვეყნის ორი წლის მთლიან შიდა პროდუქტს გაუტოლდა (206,5%). მას მოსდევს იტალია (137,1%) და აშშ (123,9%). ვალის მოცულობამ 100%-იან ბარიერს ასევე გადააჭარბა საფრანგეთში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში.