ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა

საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა.
Sputnik
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში მიმდინარე 2026 წლის კონტინენტის პირველობაზე ილია სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მეტოქე, რომელსაც სულამანიძე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა, ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.
დღესვე გურამ თუშიშვილი ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.
მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ექვსი მედალია: სამი ოქრო და ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. მეორე საშეჯიბრო დღეს ჩემპიონობა ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა შავდათუაშვილმა და ლუკა მაისურაძემ იზეიმეს, ვერცხლის მედალი კი გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.
საქართველო ძიუდოში კონტინენტის პირველობას მეორედ მასპინძლობს, პირველად ევროპის ჩემპიონატი 2009 წელს ჩატარდა. თბილისში ევროპის ჩემპიონატი 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.