თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. თბილისის რამდენიმე საკაბელო ქსელმა რუსული ტელეარხების მაუწყებლობა გათიშა.
კერძოდ, არ მუშაობს „პირველი არხი“, RTR Planeta, Rossiya-Kultura, RenTV, NTV Mir და Pyatnitsa. ეკრანზე რეგულირების ცხრილი ჩანს.
თავად ქსელის პროვაიდერები აცხადებენ, რომ გათიშვა დროებითია და მაუწყებლობა უახლოეს დღეებში განახლდება.