თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალზე (Festival du Livre de Paris) საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა, იუწყება საქართველოს კულტურის სამინისტრო.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალის საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
საქართველოს ეროვნული სტენდი საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი საგამოფენო სივრცის, გრან პალეს შუშის სახურავის ქვეშ გაიხსნა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 450-ზე მეტი გამომცემელი და დაახლოებით 1200 ავტორი შეიკრიბა.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალის საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ფესტივალის წლევანდელი თემაა მოგზაურობა ყველა მისი გამოვლინებით: ლიტერატურული, გეოგრაფიული და იძულებითი - ემიგრაცია და დევნილობა. ამიტომაც ქართული სტენდის სლოგანია „იმოგზაურე საქართველოში ალექსანდრე დიუმასთან ერთად“.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალის საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ქართული სტენდი მოიცავს რამდენიმე განზომილებას: ლიტერატურა, ვიზუალური ხელოვნება, კინო და მუსიკა. ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან სხვადასხვა ეპოქის ქართული ლიტერატურული ნიმუშების ფრანგულ თარგმანებს, მოდერნისტი მხატვრების ნამუშევრებს, მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში ქართულ-ფრანგული კულტურული კავშირების შესახებ, დაესწრებიან პოეზიის და კინოს საღამოებს, შეეცდებიან შეისწავლონ ქართული ანბანი.
ფესტივალის დასკვნით დღეს, „სალ გავოს“ საკონცერტო დარბაზში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიმართება კონცერტი - „ევროპული ტრადიციები ქართულ მუსიკაში“.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალის საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი დღეს საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა.
"ჩვენ აქ ვისმენთ ძალიან ბევრ კომპლიმენტს ქართული კულტურის მიმართ. 1600-წლიანი უწყვეტი ლიტერატურული განვითარების შედეგია ის, რომ დღეს საქართველო, ევროპის ცენტრში, უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ღირსეულად არის წარდგენილი თავისი მრავალსაუკუნოვანი ლიტერატურით. აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველო, ლიტერატურასთან ერთად, წარდგენილია კინოთი, მუსიკითა და სხვა სფეროებით. ამით საქართველო აცხადებს, რომ ის არა მხოლოდ გეოგრაფიულად აკავშირებს ევროპასა და აზიას, არამედ სრულიად განსხვავებული, უწყვეტი კულტურის ქვეყანაა, რომელიც მუდმივად ვითარდება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალის საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობენ ქართველი ავტორები, პოეტები, პროზაიკოსები, მთარგმნელები, მხატვრები, გამომცემლები და მუსიკოსები.
ფესტივალზე წარმოდგენილია ფრანგულ ენაზე ნათარგმნი ქართული ლიტერატურის სხვადასხვა პერიოდის ნიმუშები, თანამედროვე ქართველი მწერლების მოთხრობათა კრებულები, ქართველი მოდერნისტი მხატვრების ალბომები, თემატური გამოცემები და წიგნები, „ქართული ფილმის“ დიაფილმები.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალის საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
თუმცა, ფესტივალის გახსნის სიხარულმა სკანდალმა დაჩრდილა. ფრანგული საგამომცემლო სამყარო შეძრა სკანდალმა ერთ-ერთი უძველესი პარიზის სახლის, Grasset-ის გარშემო, რომელიც Hachette Livre ჯგუფის ნაწილია. მისი ხელმძღვანელი, ოლივიე ნორა, ჯგუფის მფლობელთან, კონსერვატორ მილიარდერ ვინსენტ ბოლორესთან კონფლიქტის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველო პარიზის წიგნის ფესტივალის საგანგებო სტუმრის სტატუსით წარდგა
© Сourtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgia
პროტესტის ნიშნად, დაახლოებით 170-მა ავტორმა — დაწყებული ფრედერიკ ბეგბედერით, დამთავრებული ვირჯინი დეპანტეთი — გამომცემლობასთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა და ბოლორე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასა და კულტურაში სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ „იდეოლოგიური ომის“ წარმოებაში დაადანაშაულა.