2024 წლის ბოლოს ლარზე ზეწოლა საგრძნობი იყო. ხელისუფლების გადაწყვეტილების - ევროკავშირში შესვლაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე გადადების თაობაზე, ასევე ოპოზიციის აქციების დაწყების შემდეგ ლარის კურსი მკვეთრად დაეცა და ასეთი ტენდენცია 2025 წლის იანვრამდე შენარჩუნდა.
მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა: პესიმისტური მოლოდინების მიუხედავად, ლარს მდგრადობა არ დაუკარკავს, გაცვლითი კურსი დასტაბილურდა, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები კი ეკონომიკის მნიშვნელოვან სტაბილურობაზე მიუთითებს. ახლო აღმოსავლეთის კრიზისიც კი პრაქტიკულად არ ასახულა ქართული ვალუტის გაცვლით კურსზე. საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია იამაყოს იმით, რომ მისი მონეტარული პოლიტიკა ეფექტური აღმოჩნდა.