თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია - ფინალში მან ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.
შეხვედრის დასაწყისში ქართველმა ძიუდოისტმა გდება გაუშვა და ბოლო წამებამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 15 წამით ადრე ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ევროპის ოქროც მიამატა.
ის პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.