თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა 73 კგ წონით კატეგორიაში თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
მან ფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე ჰიდაიატ ჰეიდაროვი დაამარცხა. როგორც ფინალებშია ხოლმე, მატჩი დაძაბული გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძიუდოისტებმა 10 წუთის განმავლობაში იბრძოლეს, შედეგად ჰეიდაროვმა სამი გაფრთხილება მიიღო, ხოლო შავდათუაშვილს გამარჯვება ერგო.
ლაშა ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია.
მანამდე ევროპის ჩემპიონი ეთრ ლიპარტელიანი გახდა.