საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია ქვეყანაში ფასების შემდგომ ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ ასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ განაცხადა. ბევრმა კომპანიამ უკვე მიიღო ფასების ცვლილების შესახებ შეტყობინებები საერთაშორისო მომწოდებლებისგან, აღნიშნა მან. ამაზე გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა ვითარებამ, ასევე, 1-ელი აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდამ.
ქვეყანაში უკვე გაძვირდა პური - ბოლო თვის განმავლობაში 1,6%-ით და წლის განმავლობაში - 10%-ით. ამასთან, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია მუშაობას აგრძელებს. ის სწავლობს საკვების, მედიკამენტების და საწვავის ფასების ხელოვნურად ზრდის შემთხვევებს. ფასწარმოქმნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც აკვირდება.