ტურიზმი საქართველოში: თბილისში საერთაშორისო სამიტი გაიმართა

სამიტი ხელს უწყობს საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ევროპულ ბაზარზე და ცნობას ამაღლებას, ფიქრობენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. თბილისში მასშტაბური საერთაშორისო სამიტი B2B Summit by Tarifa გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
სამდღიანი ღონისძიება ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩატარდა.
უწყების ინფორმაციით, სამიტი ხელს უწყობს საქართველოს საქმიანი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ევროპულ ბაზარზე და ცნობას ამაღლებას.
სამიტზე ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედრები გაემართათ პოტენციურ პარტნიორებთან.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში 50 საერთაშორისო ე.წ. ბაიერი ჩამოვიდა. ევროპული კომპანიების ხელმძღვანელები ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსა და სერვისის მიმწოდებლებს შეხვდნენ. სამიტში 40 ქართული კომპანია მონაწილეობდა.
B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში საერთაშორისო კომპანიების წარომადგენლები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, დაათვალიერეს მუზეუმები, დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები. სამიტის მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე სასტუმროები დაათვალიერეს, გაეცნენ ტურისტულ ინფრასტუქტურას და B2B ფორმატში შეხვედრები გამართას მომავალ პარტნიორებთან.