სამართალდამცველებმა გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მამაკაცს ბრალის დამტკიცების შერმთხვევაში 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. პოლიციამ თბილისში გაუპატიურების ბრალდებით 38 წლის მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 30 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.