თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. ქვემო ქართლის პოლიციამ რუსთავსა და ფონიჭალაში სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულისთვის ორი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავა.
სამივე მათგანი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით არის დაკავებული.
24, 39 და 56 წლის ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "ალფა-პვპ", "მეთადონი" და "გამომშრალი მარიხუანა".
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.