მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსაზრება: ორმუზის სრუტის ორმხრივი ბლოკადა ორმაგი დარტყმაა აშშ-ს თვითკმაყოფილებაზე

ტრამპი და ვენსი ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციას უკვე განსხვავებულად უყურებენ, აღნიშნავს „სპუტნიკის“ სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ ხროლენკო
Sputnik
აშშ-ს სამხედრო ოპერაციის „ეპიკური რისხვა“ და ისლამაბადში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩავარდნის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ირანის საზღვაო ბლოკადა გამოაცხადა. იგი ჰგავს ჩიხში მოქცეულ ადამიანს, რომელიც გასასვლელს აგურით კედლით კეტავს. საზღვაო ბლოკადა წარუმატებელი საჰაერო ოპერაციის უშედეგო გაგრძელებაა.
ამერიკელებმა თეირანი „ეკონომიკურ ტერორიზმში“ დაადანაშაულეს და საზღვაო ბლოკადას „თანაბარ პასუხად“ მოიხსენიებენ, უგულებელყოფენ პირველად მიზეზს. კერძოდ, აშშ-ს აგრესიას ირანის წინააღმდეგ 2026 წლის 28 მარტს. ამერიკული „რისხვის“ ახალი ეტაპის მიზანია, ირანზე ზეწოლა და ფინანსური ნაკადების შემცირება ნავთობით ვაჭრობიდან. საზღვაო ბლოკადა ომის აქტია (ზავი წყდება) და ვრცელდება ირანის ყველა პორტზე, ასევე სპარსეთის ყურეზე, ორმუზის სრუტეზე, ომანის ყურეზე და არაბეთის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილზე (თეორიულად).
აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა, დაახლოებით, 15 საბრძოლო ხომალდი გამოიყენეს, მათ შორის ავიამზიდი USS Abraham Lincoln, რამდენიმე გამანადგურებელი და სადესანტო ხომალდი, ირანის სანაპიროდან, დაახლოებით, 200 კილომეტრის მანძილზე. დაჯგუფების ძირითადი ამოცანაა ირანული ნავთობით დატვირთული ყველა ქვეყნის ტანკერების შეჩერება. ტრამპმა განაცხადა ორმუზის სრუტის განაღმვის დაწყების შესახებ.
ცენტრალურმა სარდლობამ დააზუსტა, რომ ორი სარაკეტო გამანადგურებელი სრუტეში შევიდა „განაღმვისთვის პირობების შესაქმნელად “. რეალურად, მათ ამის საშუალება არ მისცა Islamic Revolutionary Guard Corps-მა. ირანის სანაპიროდან მოშორებით დრიფტში მყოფი ორი გამანადგურებელი, ორმუზის სრუტის კონტროლისთვის საკმარისი არ არის.
შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში „განაღმვას დამატებითი ძალები შეუერთდება, მათ შორის წყალქვეშა უპილოტო აპარატები“.
სრუტის განაღმვის ტექნოლოგიურად რთული ამოცანა უნდა შეასრულონ ტრალერებმა. ამერიკელებს ეს ძალები მაინცდამაინს დიდი რაოდენობით არ გააჩნიათ. ოთხიდან ორი ტრალერი Avenger-ის კლასის და სამიდან ერთი ხომალდი Independence-ის კლასის სინგაპურის სიახლოვეს იმყოფება. ორმუზის სრუტეში ოპერაციისთვის ეს, პრაქტიკულად, არაფერია. პენტაგონის საჰაერო ოპერაციების დომინანტურმა სტრატეგიამ გამოიწვია ის, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებში ავიამზიდების რაოდენობა ტრალერებზე მეტია – ეს სახიფათო დისბალანსია.
ამავდროულად, ირანის საზღვაო ნაღმები (მაღალტექნოლოგიური მაგნიტური, აკუსტიკური, რეაქტიული – ათასობით ერთეული) საბრძოლო ეფექტურობით არ ჩამოუვარდება Islamic Revolutionary Guard Corps-ის რაკეტებს. ზოგიერთი ნაღმი აღჭურვილია ტორპედოს ძრავით და შეუძლია, საბრძოლო მორიგეობის წერტილამდე დამოუკიდებლად გავიდეს სანაპიროდან.
ამერიკული ტრალერების მიერ ორმუზის სრუტის განაღმვის ამოცანა, პრაქტიკულად, შეუსრულებელია. საზღვაო ბლოკადის ხანგრძლივობა ობიექტურად შეზღუდულია აშშ-ს სამხედრო-საზღვაო დაჯგუფების რესურსებით. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ეკონომიკა საფრთხეშია.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბლოკადასთან დაკავშირებით „ბევრი“ ქვეყნის დახმარებას ელოდება და იგი 2026 წლის დასაწყისში ვენესუელის სანაპიროსთან ტანკერების მოძრაობის შეჩერებას შეადარა: „ოპერაცია მსგავსი იქნება, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე ჩატარდება“.
აქ მნიშვნელოვანია დაზუსტება: ირანში არ არსებობს იმ რაოდენობისა და ხარისხის მოღალატეები, რომლებმაც ვენესუელაში ამერიკულ სპეციალურ ძალებს წარმატების ისეთი დონე უზრუნველყვეს. NATO-ს ევროპის წევრი ქვეყნები მკაცრად გაემიჯნენ: „ეს ჩვენი ომი არ არის“. დიდი ბრიტანეთი ქმნის საკუთარ „სანავიგაციო კოალიციას“ ირანის მიმართულებით – აშშ-ს გარეშე.
მეორე მხრივ, თეირანის საჰაერო სივრცეს რუსული წარმოების დამრტყმელი ვერტმფრენები Mil Mi-28 პატრულირებენ. გარდა ამისა, ირანს აქვს გამანადგურებლები Sukhoi Su-35, რომლებსაც შეუძლიათ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების განადგურება.
ჩინეთი, როგორც ირანული ნავთობის 90%-ის მომხმარებელი, ამერიკულ ბლოკადას არ ცნობს. პეკინმა 13 აპრილს ოფიციალურად აცნობა ვაშინგტონს, რომ ჩინური ტანკერები ირანული ნავთობით თავისუფლად იმოძრავებენ ორმუზის სრუტეში და ნებისმიერი ჩარევა გამოიწვევს ჩინეთის საპასუხო ქმედებებს. ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ადმირალმა დუნ ციუზმა განაცხადა: „ჩვენი ხომალდები შედიან და გადიან ორმუზის სრუტის აკვატორიაში. ირანთან გვაქვს სავაჭრო და ენერგეტიკული შეთანხმებები. ჩვენ მათ პატივს ვცემთ და შევასრულებთ და ველით, რომ სხვები არ ჩაერევიან ჩვენს საქმეებში“.
მსოფლიო ეკონომიკაც ვერ აიტანს ირანული ნავთობის ხანგრძლივ არყოფნას. მოვლენების ჰორიზონტზე დიდი შოკები და აშშ-ს დანაკარგებია.
ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა მარკ უორნერმა აღნიშნა: „ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, სრუტის ბლოკადამ რაიმე ფორმით უბიძგოს ირანელებს მისი გახსნისკენ. აქ ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ“. სამხედრო ოპერაციის ჩიხური განვითარება აშკარაა. ისლამაბადში მოლაპარაკებების შემდეგ კი, ნათელი გახდა, რომ ირანის ბირთვული საკითხი, ორმუზის სრუტე და აგრესორი ქვეყნების რეპარაციები (მათ შორის ბაჰრეინი, იორდანია, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი) აშშ-ისთვის მშვიდობისკენ გადაულახავ ბარიერებად რჩება.
შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ ბირთვულ პროგრამასა და ორმუზის სრუტეს ირანი არასოდეს დათმობს. 28 მარტის შემდეგ, თეირანის სტრატეგიული პოზიციები არ შეცვლილა.
მიუხედავად აშშ-ისა და ისრაელის მასშტაბური დარტყმებისა, Islamic Revolutionary Guard Corps კვლავ ფლობს მნიშვნელოვან არსენალს, მათ შორის ბალისტიკურ და საზღვაო მიზნებისთვის განკუთვნილ ფრთოსან რაკეტებს, კამიკაძე-დრონებსა და ასაფეთქებლით დატვირთულ უპილოტო კატერებს. ირანის მიმართ აშშ-ს საზღვაო ბლოკადა არის ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც არ გააჩნია მკაფიო გეგმა და ვადები და რომელიც თეირანის საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს.
გერმანულმა Berliner Zeitung-მა აღნიშნა: „ორმუზის სრუტე ის ადგილია, სადაც მსოფლიო წესრიგი იმსხვრევა“, ხოლო აშშ-ს საზღვაო ბლოკადა შეიძლება „მსოფლიო ომად გადაიქცეს“. სააგენტო Bloomberg-იც დაეთანხმა: „რისკი უკიდურესად მაღალია“.
შეშლილი ამერიკელი ლიდერი დონალდ ტრამპი ინერციით ჰპირდება „ირანს კიდევ უფრო განადგურებას“ და „ყველაფრის აღებას, რაც გვინდა“. უფრო ფხიზელი აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი უკვე გამოდის წინადადებით, ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წარმატებულად ჩაითვალოს და შეწყდეს. ამასთან, ვაშინგტონის ყველა მოკავშირე (ისრაელის გარდა) შვებით ამოისუნთქავდა. ამერიკული საგარეო პოლიტიკა და პენტაგონი, ზომბებივით, გეგმისა და მიზნის გარეშე დახეტიალობენ პლანეტაზე, ესხმიან თავს იმას, რაც მათ არ ეკუთვნით და ვერასოდეს მიიღებენ. ყველაფერს აქვს ზღვარი.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე