თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის მარტში სომხეთიდან საქონლის იმპორტი პირველად განახორციელა, იუწყება აზერბაიჯანული მედია ქვეყნის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით.
იმპორტმა მხოლოდ 960 აშშ დოლარი შეადგინა. დამატებითი დეტალები არ გავრცელებულა.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში 5,8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტირება მოახდინა. ამ თანხიდან 1,5 მილიონი აშშ დოლარი მარტზე მოდის.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ილჰამ ალიევმა, მიმდინარე წლის თებერვალში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ შეხვედრაზე კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის დაწყების გამო და განაცხადეს, რომ გააგრძელებენ მისი გაფართოების შესაძლებლობების შესწავლას.