საყვარელი მეგობრები: რატომ გახდნენ ზაზუნები ასეთი პოპულარული საქართველოში - ვიდეო

საქართველოში უყვართ ზაზუნები, როგორც შინაური ცხოველები. განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობენ ჯუნგარული ზაზუნები, რომლებიც ბევრ ზოომაღაზიაში იყიდება.
Sputnik
მშობლები ხშირად ყიდულობენ მათ შვილებისთვის, რათა ბავშვებმა ისწავლონ ცხოველებზე ზრუნვა და სიყვარული. ზაზუნები ითვლებიან საყვარელ და ალერსიან არსებებად, რომლებიც ირგვლივმყოფთ სიხარულს ანიჭებენ. ამასთან, მათი მოვლა მარტივი და ბიუჯეტურია. ზაზუნების კვება ზოომაღაზიებში იყიდება. მათ ასევე უყვართ ბოსტნეული, მწვანილი, გოგრის და სელის თესლი.