მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთის დუმაში დასავლეთის ახალ სამხედრო ბლოკში უკრაინის როლი გამოკვეთეს

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დასავლეთი ახალი სამხედრო ბლოკის შექმნას გეგმავს, რომელშიც უკრაინა წამყვანი მონაწილე იქნება.
Sputnik
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. დასავლეთის მიერ ახალი სამხედრო ბლოკის შექმნის შემთხვევაში, კიევს „ხელის ბიჭის" როლი დაეკისრება, განაცხადა РИА Новости-სთან რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ორგანოს დეპუტატმა ყირიმის რეგიონიდან, თადარიგის გენერალ-მაიორმა ლეონიდ ივლევმა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ დასავლეთში ახალი სამხედრო ალიანსის შექმნას განიხილავენ, რომლის წამყვან მონაწილედაც უკრაინა მოიაზრება.
„დასავლეთ ევროპის ქვეყნები საკუთარი უსაფრთხოების გამო, ფაქტობრივად, პანიკაში არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ, გამოსავალს მხოლოდ სამხედრო გზით, ახალი კავშირის შექმნაში ეძებენ, სადაც „ხელის ბიჭის" როლი კიევის რეჟიმს დაეკისრება“, — განაცხადა ივლევმა.