თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. კახეთის პოლიციის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 73 წლის პირი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით 57 წლის მეზობელი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.