საქართველოში მიცვალებულთა ხსენების დღე აღდგომის მეორე დღეს - ორშაბათს აღინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ აღდგომა სიცოცხლის დღესასწაულია, საქართველოში მიცვალებულებს იხსენებენ ამ დღესაც და მასობრივად - მეორე დღეს, ორშაბათს, რომელიც ოფიციალურად უქმე დღეა.
ტრადიცია სსრკ-ს პერიოდში გაჩნდა, როდესაც რწმენა სასტიკად იდევნებოდა, ეკლესიებში სიარული კი იზღუდებოდა. ბევრ მორწმუნეს ეშინოდა ტაძარში მისვლა, განსაკუთრებით 30-იან წლებში, რადგან მათ რეპრესიები და სასჯელი ელოდათ.
და ხალხმა მოიფიქრა გამოსავალი - აღდგომის აღნიშვნა ტაძრების ნაცვლად დაიწყეს სასაფლაოებზე, სადაც იკრიბებოდნენ, ლოცულობდნენ, ქეიბოდნენ. ამგვარად სასაფლაოების მონახულებით ხალხი მართლმადიდებლურ ტრადიციებსაც იცავდა და გვერდს უვლიდა ოფიციალური შეზღუდვებს.
ეს იძულებითი გამოსავალი იქცა ტრადიციად, რომელიც დღემდე შენარჩუნდა. ამით განსხვავდება საქართველო სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებისგან, სადაც ხსენების დღეები არ ემთხვევა აღდგომას.