ფეხბურთი: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ანდორა დაამარცხა

სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს მასპინძელ სან მარინოსთან, მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.
Sputnik
თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სან მარინოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B ლიგის სარეიტინგო ტურნირში ანდორა ანგარიშით 1:0 დაამარცხა და ევრო 2027-ის საკვალიფიკაციო ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს, 42-ე წუთზე ალექსანდრე კუნჭულიამ გაიტანა.
შედეგად, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფის ლიდერია, უელსი (1 ქულა) და ანდორა (1) ვეღარ დაეწევიან, ხოლო სან მარინოსთან ქულების შესაძლო თანაბრობის შემთხვევაში (თუ 16 აპრილს ბოლო ტურში წავაგებთ უელსთან, ხოლო სან მარიო დაამარცხებს ანდორას), საქართველოს ნაკრებს ურთიერშეხვედრაში უპირატესობა აქვს – უეფას რეგულაციების მიხედვით კი, სწორედ ეს კრიტერიუმია გადამწყვეტი.
საქართველოს ნაკრებმა ანდორასთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ჭელიძე, ლოლუა, ფოცხვერია, კილაძე, შარიქაძე, გერგედავა (77. შარვაშიძე), ავდოევი, გაზდელიანი (69. ლაგვილავა), კუნჭულია, ჯამარაული (68. ხატოიანი), მიქაუტაძე.
სანდრო კობახიძის გუნდი ჯგუფის ბოლო მატჩს 16 აპრილს უელსის წინააღმდეგ გამართავს, რომელიც დღეს მასპინძელ სან მარინოსთან, მინიმალური სხვაობით - 1:0 დამარცხდა.